|
2020-09-09 11:27:21, 2530 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ეს უძველესი ქალაქი ახალ გზაზე გავიყვანოთ და ეს არის ევროპის გზა
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ მეორისა და კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობას და იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა, საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და ამ პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა. მერობის კანდიდატმა ისაუბრა იმის შესახებ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის გახსნილ და აქტიურ ჩართულობას ქალაქის პრობლემების გადაჭრის საქმეში. „უძველესი ქალაქის უძველესი უბანში ვდგავართ ახლა, ისევ არჩევანის წინაშე ხართ, ახალი გამოწვევების წინაშე. ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ეს უძველესი ქალაქი ახალ გზაზე გავიყვანოთ და ეს არის ევროპის გზა, განათლების, კულტურის, ღია ურთიერთობების, თვითმართველობისა და მოსახლეობის ურთიერთთანამშრომლობის, მოწესრიგებული და განახლებული ინფრასტრუქტურის გზა. ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გვაერთიანებს ერთი ქალაქი, ერთი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, თქვენ რომლებსაც საკუთრი სახლების დატოვება მოგიწიათ, დღეს ჩვენი ქალაქის ნაწილი ხართ ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და თითოეულმა ჩვენი წვლილი შევიტანოდ მის განვითარებაში. მისი კარგი და ცნობილი ღირსებების გაძლიერებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)