|
2020-09-08 15:25:25, 3059 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციის კანდიდატად დაყენება არის აღიარება, რომ ოპოზიცია კრიმინალურია
მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციის კანდიდატად დაყენება არის აღიარება, რომ ოპოზიცია კრიმინალურია, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია დარღვეულია და აღარ გააჩნია საერთო ღირებულება, გარდა იმისა,, რომ ნეგატივზე ააწყონ წინასაარჩევნო კამპანია. „ის, რომ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას აყენებენ თავის მხრიდან, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები პრემიერობის კანდიდატად, ეს აღიარებაა, რომ ეს არის კრიმინალური ოპოზიცია. მათი პირობითი ერთობა, ერთი პერიოდი ბატონი შალვას ფანჩატურში, რომელიც შეიკრიბა არის დარღვეული, მორღვეული, არანაირი საერთო მათ ღირებულებებში არ აქვს, საერთო ღირებულებაა მხოლოდ ის, რომ ნეგატივზე ააწყონ საკუთარი კამპანია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)