13:15 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 20:12:12, 3102 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ წარმატებულ ქალაქად, თითოეული თქვენგანი ამ პროცესის თანამონაწილე იქნება

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატ  ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახიანაურის უბანში მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ და ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა.

კანდიდატმა  მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“მერად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ, ვითანამშრომლო თითოეულ მოქალაქესთან, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე ქუთაისისთვის საკეთილდღეო საქმე აკეთოს და დასაბუთებულად წარმოადგინოს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის და გამოწვევის დაძლევის მისეული ხედვა. მიმაჩნია, რომ ქალაქი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება ადამიანისთვის, როცა მასაც აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი და თუნდაც ერთი აგური დადებული მის მშენებლობასა და განვითარებაში. წარმატებული ქუთაისი იქნება არა მხოლოდ ერთი ადამიანის - ქალაქის მერის დამსახურება, არამედ ყველასი ერთად, თითოეული ჩვენგანის, ვინც ქუთაისის ნამდვილი და გულწრფელი გულშემატკივრები ვართ”,- განაცხადა  იოსებ  ხახალეიშვილმათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics