|
2020-09-07 11:45:09, 2599 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი „ღირსეული პარტნიორი 2020“-ზე: მსგავსი წვრთნები ქვეყნის მშვიდობის გარანტია
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხედრო წვრთნაზე, „ღირსეული პარტნიორი 2020“-ზე, განაცხადა, რომ მსგავსი წვრთნები ჩვენი სახელმწიფოს მშვიდობის გარანტია. გახარიამ აღნიშნა, რომ წვრთნა არის ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში საქართველოს, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი. „წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში საქართველოს, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი. ჩვენ დღითი-დღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, კეთილდღეობა და მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის ეგიდით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით და ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს ჯარისკაცებს, რომ ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)