|
2020-09-06 17:07:19, 2611 ნახვა
სამართალი
რამიშვილი - უნდა აღდგეს სატელეფონო ზარები და Whatsapp-ის ლოკაციები, ამისთვის დეა კაპანაძის ჩვენებაც საკმარისია
„უნდა აღდგეს სატელეფონო ზარები და Whatsapp-ის ლოკაციები, ამისთვის დეა კაპანაძის ჩვენებაც საკმარისია“ , - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თამარი სახლიდან უცხო პირის გაყვანილი არ არის. “ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი არის, რადგანაც მისი და თამარის ურთიერთობა იყო ძალიან ახლო, კითხვაზე თუ როგორ შეიძლება ის აღმოჩენილიყო, დეამ შემდეგნაირი პასუხი გასცა, რომ თამარი რადგანაც იყო ძალიან გულჩვილი და მშიშარა ადამიანი, აქედან გამომდინარე არ გამორიცხავდა, რომ ვიღაცის თხოვნით, ან დახმარების მიზნით თამარი წასულიყო მისთვის უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თეთრიწყაროს რაიონში,' თუმცა კატეგორიულად გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მამაკაცი. ამ შემთხვევაში დეა კაპანაძე არ გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მანდილოსანი და ძალიან ახლობელი, რასაც ჩვენ დღემდე ვამბობთ, რომ თუ არ იქნება გამოთხოვილი და აღდგენილი ის სატელეფონო ზარები ის Whatsapp-ის ლოკაციები, საიდანაც ხდებოდა მძინარე გოგონას გაღვიძება, მისი მეგობარიც კი ამტკიცებს, რომ შეუძლებელია შინაური ადამიანის მოქმედების გარეშე ვინმეს თამარი გაეყვანა სახლიდან. ამას დეა კაპანაძეც მტკიცედ ადასტურებს” , - განაცხადა რამიშვილმა.
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)