|
2020-09-05 14:30:22, 2961 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: კარგად ვიცი ამ ქალაქის კარგიც და ცუდიც, პრობლემაც, გამოწვევაც და ის გზა, რომელზეც გავა ჩვენი ქალაქის წარმატება
მე ქუთაისური ოჯახის შვილი ვარ და ჩემი წინაპრების საძვალე ამ ქალაქშია. მეხუთე თაობის ქუთაისელი ვარ და კარგად ვიცი ამ ქალაქის კარგიც და ცუდიც, პრობლემაც, გამოწვევაც. ვიცი ის გზა, რომელზეც გავა ჩვენი ქალაქის წარმატება და პროგრესი, რა თქმა, უნდა ამაში საჭიროა ყველა თქვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა, - ასე მიმართა ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომელთაც მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქალაქის წარმატების წინაპირობა მოქალაქეების ჩართულობაა. "ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მივიდეთ თითოეულ ქუთაისელამდე. მოვისმინოთ თქვენი გასაჭირი, თქვენი პრობლემები და შემდეგ ერთად დავსხდეთ და მოვიფიქროთ რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისათვის. ვერცერთი გამოცდილი გუნდი და ადამიანი ვერ შეძლებს ვერაფრის გაკეთებას თუ არ უდევს ხელი მაჯისცემაზე და იმ საზრუნავზე, რომელიც მის ქალაქს გააჩნია. იმიტომ, რომ თქვენ უფრო იცით რა არის თქვენი საჭიროება, ვიდრე ჩვენ, ვინც კაბინეტებში ვართ. ჩვენი ქალაქის წარმატების წინაპირობა ბრძანდებით თქვენ, თქვენი ჩართულობა. ჩემი გეგმის ამოსავალი იქნება ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გალამაზება. აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქალაქში მომავალი წლიდან იქნება ახალი პროგრამა, რომელიც თითოეული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელს საშუალებას მისცემს შეიქმნას საბჭოები, სადაც დასხდებით და იმსჯელებს თუ რომელი პრობლემის მოგვარებაა პრიორიტეტული. გარკვეული ფონდები იქნება ქალაქის ბიუჯეტში და დააფინანსებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც თქვენ მიიღებთ. ეს იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ გახდეთ უფრო მეტი აქტიური და თქვენვე იზრუნოთ თქვენ ქალაქზე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მერობის კანდიდატის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ქუთაისს დაპაუზებულს უწოდებს და ამას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ მოსახლეობას შეუქმნან განწყობა, თითქოს აქ არაფერი კეთდება. "ამ დროს ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქალაქში, მაგრამ ამის დანახვას სჭირდება ქალაქის სიყვარული", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა. იოსებ ხახალეიშვილი დღეს საარჩევნო შტაბის უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებს შეხვდა.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)