03:29 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 18:52:01, 3015 ნახვა

საზოგადოება
კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112"-დან შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩნდა ხანძარი.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მოხდა 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება.

ცეცხლი სამსართულიანი შენობის სასხვენო გადახურვას და მანსარდში განთავსებულ ოთახებს ეკიდა. ხანძარი, ასევე, შეინიშნებოდა შენობის სარდაფშიც, სადაც სამშენებლო ნარჩენები იყო მოთავსებული.

ადგილზე მისვლისთანავე, დათვალიერდა შენობა და მიღებულ იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა. ხანძრის ლიკვიდირება 60-მდე მეხანძრე-მაშველმა უმოკლეს დროში შეძლო. პრევენციისა და ნახანძრალი ტერიტორიის შემდგომი დაკვირვების მიზნით, ადგილზე კვლავ რჩება მეხანძრე-მაშველთა 1 ჯგუფი.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics