|
2020-09-04 13:11:43, 2428 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი - ის, რომ „მოღალატეთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ ნაწილი და გაგრძელებაა, შეუმჩნეველი არ დარჩებათ პარტნიორებს
ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ადამ კიზინგერის განცხადებას ეხმაურება. კანდელაკის თქმით, ის ფაქტი, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არის „ქართული ოცნების“ ნაწილი, სტრატეგიულ პარტნიორს შეუმჩნეველი არ დარჩება. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით, რუსეთისა და პატრიოთა ალიანსის კავშირის შესახებ, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და პატრიოტთა, სინამდვილეში კი, მოღალატეთა ალიანსს შორის. „ის, რომ ე.წ პატრიოტთა და სინამდვილეში მოღალატეთა ალიანსი, არის ქართული ოცნების ნაწილი და გაგრძელება, ეს რათქმაუნდა, შეუმჩნეველი არ დარჩება არამარტო ჩვენ საზოგადოებას, არამედ ჩვენ პარტნიორებს და მათ შორის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს. ასევე არავის გამორჩება ფაქტი, რომ მიუხედავად ასეთი თვალშისაცემი მტკიცებებლებისა მოღალატეთა ალიანსის წინააღმდეგ, გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ განაცხადა უარი, იმ პირობებში, როცა იმ ინსტრუქციებში, რომელიც მათ მიიღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით, ის გზავნილები რაც მათ მოწოდებული აქვთ რუსეთისგან, ისინი ამას ნათლად ასრულებენ და ამჟღავნებენ ამას ჩვენ საჯარო სივრცეში. გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით კი ქათულმა ოცნებამ, კიდევ ერთხელ საჯაროდ დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და ამ პატრიოტთა, სინამდვილეში კი მოღალატეთა ალიანსს შორის", - განაცხადა კანდელაკმა.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)