04:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 13:11:11, 3040 ნახვა

საზოგადოება
პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, დარღვევების შემთხვევაში, კანონის შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინონ.

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო კამპანია იწყება. ამიტომ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო პლაკატები განათავსონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ საარჩევნო პლაკატები მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ ადგილებში განათავსონ.

„მინდა, მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ დამტკიცებული დოკუმენტით. ქალაქში შესაბამისი ადგილებია გამოყოფილი. დადგენილებით არის განსაზღვრული, თუ სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს, პოლიტიკური პარტიები დავაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. ყველამ ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქალაქს, ვიზრუნოთ ქალაქის ვიზუალზე და სისუფთავეზე. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, იხელმძღვანელოთ ამ დოკუმენტით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics