|
2020-08-30 10:25:01, 3861 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე - ეს არის უმძიმესი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
„ეს არის უმძიმესი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიისგან ეს პირველი შემთხვევა არ არის და დაკვეთის ნიშნები იკვეთება. „ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია და იკვეთება, რა თქმა უნდა, დაკვეთის ნიშნები. ასეთ ნაბიჯებს ხშირად მიმართავენ „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები და ეს, ბუნებრივია იწვევს აღშფოთებას. ბუნებრივია, ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან მძიმე პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესები. თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, პოლიტიკური შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის უმძიმესი პროვოკაცია არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ რეაგირებას ყველას მხრიდან, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)