03:59 - 27 Oct, 2020
2020-08-21 13:23:29, 3375 ნახვა

სპორტი
თბილისის „დინამო“ გორის „დილას“ მწვრთნელის გადაბირებას ცდილობს

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდა, ინფორმაციას მწვრთნელიც ადასტურებს.

როგორც ნემსაძე აღნიშნავს, იყო სატელეფონო საუბარი, თუმცა ესეთი საკითხები ტელეფონით არ გვარდება.

ამ დროისთვის უცნობია გორის "დილას" პოზიცია.

„დამირეკეს, მთავარი მწვრთნელის პოსტი შემომთავაზეს, თუმცა ჩვენ შორის შეხვედრა არ ყოფილა. ასეთი საკითხი პირადად ნახვის გარეშე ვერ გადაწყდება.

დიდი საფიქრალი მაქვს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. თანაც, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, კლუბი რას იტყვის, მნიშვნელოვანია.

როგორ შეიძლება, დინამოს შეთავაზება არ განიხილო? თბილისში დავიბადე და ამ გუნდში გავიზარდე, 15 წლიდან ვთამაშობდი დინამოში,  კარიერაც დინამო თბილისში დავასრულე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩემი მშობლიური კლუბია და მოხარული ვიქნები, თუ ამ გუნდის კეთილდღეობაში ჩემს წვლილს შევიტან.

დიდი სურვილი მაქვს, დინამო თბილისის მწვრთნელი გავხდე. ყველა ქართულ კლუბს ვემსახურები, ვინც პირობას შექმნის კარგი ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ ახლა დინამოზეა საუბარი. დილასგან წინაღობაა და თუ მათთან მოვახერხებ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წამოსვლას, შემდეგ უფრო რეალური იქნება დინამო თბილისში მუშაობა“, - განაცხადა გიორგი ნემსაძემ adjarasport.com-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კახა ჩხეტიანმა თბილისის „დინამო“ საკუთარი სურვილით დატოვა.

ჩხეტიანი თბილისურმა კლუბმა ქუთაისის „ტორპედოდან“ გადაიბირა, ქუთაისელი სპეციალისტი ახალ გუნდს თითქმის ერთი წელი წვრთნიდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

როგორ ტოვებს თავდამსხმელი ბანკს მძევლებთან ერთად- ვიდეო












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics