|
2020-08-21 11:59:18, 1032 ნახვა
საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა LED სანათები, ფიტნეს ტრენაჟორები, საპარკე სკამები და კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდა. სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. რეაბილიტირებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „ფანასკერტელის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა დავასრულეთ. აქ გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 142 620 ლარი გამოიყო, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ტაომ“ განახორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)