|
2020-08-20 16:00:39, 1039 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება. მათ შორის, მესამე მიკრორაიონის N13 კორპუსთან, ე.წ. წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით, 161 გრძივ მეტრზე ხორციელდება და ექვსი სადარბაზოს ქსელი იცვლება. აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 40 360 ლარია გათვალისწინებული. ამავე პროგრამის ფარგლებში, მერვე მიკრორაიონის N26 კორპუსში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის სამუშაოები, მუხიანის პირველი მიკრორაიონის N15 კორპუსის ორივე სადარბაზოში კი დაზიანებული კიბეების რეაბილიტაცია დასრულდა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 83 პროექტი უკვე განახორციელა, 35 კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)