15:17 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 13:42:10, 926 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა ონკოდაავადებულების მკურნალობას სრულად დააფინანსებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს, ყველანაირი პირადი გადასახადის გარეშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ რჩება პრობლემურ საკითხად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოსგან.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა - ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩნდება მეოთხე ეტაპის პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან უწევდათ თანხის გადახდა. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამას რვა ათასი ლარით გავზრდით და ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, შესაძლებლობა ექნება მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, ამ პროგრამით საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლოს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი