|
2020-08-19 22:07:44, 10612 ნახვა
სპორტი
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7x7-ზე საფეხბურთო ტურნირი - MASTER LEAGUE ჩატარდება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 7x7-ზე საფეხბურთო ტურნირი - MASTER LEAGUE ჩატარდება. პროექტის პრეზენტაცია ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო. „ძალიან საინტერესო ტურნირი იწყება. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, პოპულარიზაცია, ამ ყველაფერში ახალგაზრდების ჩართულობა. ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, ადამიანზე იყოს ადაპტირებული. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, გამწვანების სამუშაოები, არსებული სკვერების რეაბილიტაცია თუ სხვა. შარშან განვახორციელეთ საპილოტე პროექტი - MASTER LEAGUE, ფეხბურთი 7x7-ზე, რომელშიც ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელი წელი თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, განსხვავებული იქნება. პროექტში მონაწილეობას 12 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად, მერწმუნეთ, ეს ყველგან და ყველაფერში გამოგადგებათ. ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი. ტურნირის პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს რაჭაში გაიმართება, ხოლო 25 აგვისტოს თბილისში აიღებს სტარტს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობა გადაუხადა. 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონი - 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ჩართული. პროექტი, რომლის პარტნიორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. მიმდინარე წელს პროექტში ჩართული გუნდების საერთო რაოდენობა 544-ია, რაც ორჯერ აღემატება 2019 წელს მონაწილე გუნდების რაოდენობას. მათ შორის, თბილისში მონაწილე გუნდების რაოდენობაა - 44 (აქედან 20 გუნდი ითამაშებს თბილისის MASTER LEAGUE-ში და 24 გუნდი თბილისის CHALLENGE LEAGUE-ში). დედაქალაქში რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1 050-ს შეადგენს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეთა რაოდენობა 12 000-ს აჭარბებს. პროექტის პრეზენტაციას მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვი, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრები და ქართველი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)