|
2020-08-19 12:49:49, 1152 ნახვა
საზოგადოება
18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, რეგისტრაცია დედაქალაქის სერვისცენტრებშიც მიმდინარეობს
18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრშია შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეთა მომსახურების ერთი სერვისცენტრი დედაქალაქის მერიის შენობაში, დანარჩენები კი თბილისის ათივე რაიონში მდებარეობს. „რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები სახელმწიფოსგან 200-ლარიან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. შესაბამისად, ჩვენი მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, იმისთვის, რომ მოსახლეობას მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ინტერნეტი არ ჰქონდეთ, აპლიკაციის შევსება გაუჭირდეთ. ამიტომაც, მინდა მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებს - აუცილებლად მიაკითხეთ თქვენივე რაონში არსებულ მუნიციპალურ სერვისცენტრებს. ჩვენი თანამშრომლები კუთვნილი დახმარების მისაღებად, აპლიკაციის სწორად შევსებაში დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)