18:10 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 23:33:19, 941 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - გიორგი ანწუხელიძემ მისცა მაგალითი თითოეულ ჩვენგანს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო

„სამშობლო და თავისუფლება - ეს არის ის ღირებულებები, რასაც ჩვენმა წინაპრებმა შესწირეს თავისი სიცოცხლე, მოღვაწეობა და ძალისხმევა და დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა - ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და თავისუფლებას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლნისში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ გიორგი ანწუხელიძის გმირობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა გმირმა მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულის მაგალითი მისცა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი, სტაბილური სახელმწიფო და შრომით მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლებიც ჯერ კიდევ წინაპრებმა დაისახეს.

„გიორგი ანწუხელიძემ მისცა მაგალითი თითოეულ ჩვენგანს და მომავალ თაობებს, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო გასაჭირში. ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო მშვიდობიანი მომავალი, უფრო სტაბილური სახელმწიფო იმისთვის, რათა ჩვენც მივცეთ მაგალითი მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს, თუ როგორი უნდა იყოს მოღვაწეობა მშვიდობის პერიოდში, რათა აღარ დაგვჭირდეს სიცოცხლის და თავის გაწირვა, არამედ ჩვენი შრომით, განათლებით და მიზანდასახულობით მივაღწიოთ და ავიხდინოთ ის ოცნებები, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ და რაც ჩვენ გვაქვს დღეს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics