|
2020-08-18 17:28:51, 1699 ნახვა
საზოგადოება
თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საზღვრის კვეთის ნებართვაზე დადებითი პასუხი უკვე 1000-ზე მეტმა პირმა მიიღო
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელისგან ნებართვის მიღების მსურველთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისა და საზღვარზე გადასულთა რაოდენობის შესახებ ანგარიში მოისმინა. თურქეთის რესპუბლიკაში საზღრის კვეთის ნებართვის მოსაპოვებლად, განაცხადზე დადებითი პასუხი უკვე 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო. რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. ნებართვის მისაღებად რეგისტრაციის გავლა მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალურად შექმნილ პორტალზე - abroadworkers.moh.gov.ge განაცხადებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მიუხედავად განკარგულებთ გათვალისწინებული 7 დღიანი ვადისა, ამ ეტაპზე განცმხადებლებს შედეგის შესახებ პასუხი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში მიეწოდებათ. აჭარის დასაქმების სააგენტო უსასყიდლოდ ეხმარება მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში. რეგისტრაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ვებ-გვერდს - http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/ ან დაუკავშირდნენ კონსულტაციის მისაღებად შემდეგ ნომრებზე: 1505 - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (0422) 24 78 82 (0422) 24 78 83 - აჭარის დასაქმების სააგენტო.
აშშ-ში თოვლის ქარბუქის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა
ხარკოვის ოლქში რუსული საჰაერო დარტყმა მატარებელზე: 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
ზელენსკი მზადაა პუტინთან შესახვედრად „ტერიტორიული საკითხის“ განსახილველად
აშშ-ის დაზვერვამ ტრამპს განუცხადა, რომ ირანის რეჟიმი ყველაზე სუსტ წერტილში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
45 ტროლი, რომელსაც პროპაგანდა BBC-ის წინააღმდეგ იყენებდა
ევროპის წარმატება: რა შეაფასა ტრამპმა არასაკმარისად და როგორ უპირისპირდება ევროკავშირი აშშ-სა და ჩინეთს
ომი უკრაინაში
ხარკოვის ოლქში რუსული საჰაერო დარტყმა მატარებელზე: 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
ზელენსკი მზადაა პუტინთან შესახვედრად „ტერიტორიული საკითხის“ განსახილველად
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)