|
2020-08-18 15:21:47, 1013 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერი სრულად განახლდება
ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 687 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ზონა მოეწყობა, სადაც კაუჩუკის საფარზე კომბინირებული ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება LED სანათები და ყველა შესაბამისი ინვენტარი. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა ტრენაჟორებიც. სკვერში იაპონური კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები იქნება გამოყენებული. ტერიტორიაზე განთავსდება აუზი წყალ-მცენარეებით, რომელზეც საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „ეს ვაშლიჯვარში არსებული ყველაზე დიდი სკვერია. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორიით მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები მოწესრიგებულ და გალამაზებულ სივრცეში დაისვენებენ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. პროექტის განხორციელებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 485 594 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ტაო“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)