09:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 10:47:22, 993 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მიკრორაიონში სკვერი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მიკრორაიონის V კორპუსის მიმდებარედ ავტოსადგომად გადაქცეულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. დასასვენებელი სივრცის ფართობი 2 215 კვ.მ-ია.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა. ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ამ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგომად იყო გადაქცეული, მხოლოდ ძველ, ამორტიზებულ ატრაქციონებს ნახავდით. საერთოდ არ არსებობდა საპარკე ინფრასტრუქტურა. ავტოსადგომის ნაცვლად, ახალი დასასვენებელი სივრცე მოვაწყეთ, რომელიც ბავშვებისთვისაც არის განკუთვნილი და უფროსებისთვისაც. კეთილმოწყობილი სკვერით რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა ისარგებლებს. სწორედ ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული პროექტი“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 217 546 ლარი დახარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ დაადასტურა, რომ ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics