|
2020-08-18 00:32:27, 1114 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - დღესაც ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რუსთაველ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში
„დღესაც ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რუსთაველ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში“ , - ამის შესახებ რუსთავში ყოფნისას თბილისი მერმა, კახი კალაძემ განაცხადა. „ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით! მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, სრულიად საქართველოს! ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ამ ძალიან ლამაზ ქალაქში, ქალაქში, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ქალაქში, სადაც ძალიან შრომისმოყვარე, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ. რუსთავი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, სადაც მშრომელი ადამიანები მთელი ქვეყნისთვის ქმნიან დოვლათს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. აუცილებელია, რომ ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე აითვისოს თავისი პოტენციალი და ამავდროულად სხვა მიმართულებებითაც კიდევ უფრო განვითარდეს. რუსთავი უნდა იყოს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი მთელს საქართველოში. ჩვენ ამისთვის ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ყველა შესაძლო შანსი უნდა გამოვიყენოთ. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კულტურის განვითარებაში და წინსვლაში, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ ანსამბლ "რუსთავის" და რუსთავის დრამატული თეატრის გახსენებაც კმარა. ამ შემოქმედებითმა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გასული საუკუნის ქართული კულტურის განვითარებაში. დღესაც ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რუსთაველ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში, შევუწყოთ ხელი კულტურული ინდუსტრიების განვითარებას, შევქმნათ რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცეები და ცხოვრების ღირსეული პირობები. ეს ყველაფერი ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ მთავარია ჩვენი ერთად დგომა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კუთხე, ჩვენი ქალაქი იყოს წარმატებული. მე დარწმუნებული ვარ, თითოეული რუსთაველი ანთებულია ამ სურვილით და ზუსტად ვიცი, ამ სურვილით ანთებულია თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდით დგომით ჩვენ არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებას შევძლებთ, არამედ მივაღწევთ ყოველი ჩვენგანის უმთავრეს მიზანს , შევქმნით რუსთავის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატების ისტორიას. ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ამ რეგიონში, რუსთავში, თუმცა მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი წარმატებისა და განხორციელებული პროექტისა, დღესაც არსებობს პრობლემები, დღესაც ვდგავართ გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო წლებში ჩვენი ერთად დგომა. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ყველა გავერთიანდით ადამიანის ირგვლივ, რომელმაც შექმნა პარტია, გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება" ჰქვია. მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ ჩვენ ჩვენი ერთსულოვნებით, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ გამარჯვებას. მე მჯერა, რომ ახლაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ჩვენ ერთიანი ძალიხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის” , - განაცხადა კახი კალაძემ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)