|
2020-08-14 17:17:08, 1024 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება
„ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების" ხელისუფლების მონაპოვარია. მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები. „ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. ომი გაგრძელდა 13 თვესა და 13 დღეს და დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით. ეს მე შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან ეს არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი და ტრაგედია. ეს არის გაკვეთილი, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ არავითარი შეცდომა," - განაცხადა მან. თავდაცვის მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მისი შედეგები გაიხსენა: „ყოფილმა უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ის უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია, რომელიც გამოიწვია აგვისტოს ომმა. შედეგად ჩვენ მივიღეთ ასზე მეტი დაკარგული სოფელი, დავკარგეთ კოდორი, დავკარგეთ ახალგორი და დამატებით მივიღეთ 10 ათასზე მეტი, დაახლოებით 25 ათასი დევნილი. ეს არის მწარე გაკვეთილი და რაოდენ გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ხელმძღვანელი, ბელადი, ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომის შედეგად 300 ათასი ჩვენი მოქალაქე გახდა დევნილი. სულ რაღაც 10 წლის წინ, ყოფილმა ხელისუფლებამ 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა. როცა ჩვენ ვდგებით არჩევანის წინაშე, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, აბსოლუტურად საღად და პასუხისმგებლობით უყურებს ამ არჩევნებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში."
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)