2020-08-12 18:42:15, 966 ნახვა
საზოგადოება
IRI - გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს რომ მთავრობის მთავარი მიღწევა კორონავირუსთან ბრძოლაა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, რომელიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლასა და ეკონომიკურ გამოწვევებს ეხება, მოსახლეობის 25% პასუხობს, რომ მოქმედი მთავრობის მთავარი მიღწევა "კორონავირუსთან ბრძოლაა". ამავე კითხვაზე მოსახლეობის 15% პასუხობს, რომ მთავრობის მთავარი მიღწევა "არაფერია". 7% ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, 3% სიტყვის თავისუფლებას, 2-2% კი ინფრასტრუქტურას, დემოკრატიასა და სტაბილურობას. მოსახლეობის თითო-თითო პროცენტი ამბობს, რომ მთავრობის მთავარი მიღწევა განათლების რეფორმა, გზები, პენსიების ზრდა, უვიზო მიმოსვლა, ეკონომიკის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვაა. 6% სხვა მიღწევებს ასახელებს, კითხვაზე პასუხი კი 32% არ აქვს. რაც შეეხება მოქმედი მთავრობის მთავარ ჩავარდნას, ყველაზე მეტი, 7% ამბობს, რომ მთავარი ჩავარდნა "ყალბი დაპირებებია". 36%-ს პასუხი არ აქვს. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით. ავტორი: ექსპრესნიუსი, „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|