|
2020-08-12 18:11:02, 1059 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. ,,როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებშიც პანდემია ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დავუშვებთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდეს დიდი მასშტაბური გადინებები მოქალაქეების. იმედი მაქვს ყველა გაგებით მოეკიდება ამას. ჩვენ ასევე, გავაგრძელებთ მათ კომპენსირებას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე აჭარიდან დარეგისტრირდა 42 300 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 23 806 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება და თვითდასაქმებულები, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია და ამ ეტაპზე ჯერ არ მიუღიათ კომპენსაცია, დახმარებას მომავალ კვირას მიიღებენ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)