|
2020-08-07 15:45:56, 2051 ნახვა
პოლიტიკა
დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ
აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მომსხენებელი სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს როდესაც საქართველო-რუსეთის ომიდან 12 წელი გავიდა, ქვეყანაში კვლავ იგრძნობა ომის შედეგები. „ქვეყნის ტერიტორიების ერთი მეხუთედი არის ოკუპირებული, ასობით ადამიანს ისევ და ისევ არ შეუძლია რომ დაბრუნდეს საკუთარ სახლში, აწყდება შეზღუდვებს მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ სამიზნეა რუსული ჰიბრიდული აქტივობების, ისეთების, როგორიც არის დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერშეტევები. მიუხედავად ამისა, ამ შოკისმომგვრელმა მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს გადაწყვეტილება ინტეგრაციის კუთხით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთანავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო მოკავშირემ და მნიშველოვანმა პარტნიორმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ რუსეთს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისკენ, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ. როგორც განცხადებაში წერია, მიუხედავად აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე დაწესებული კონტროლისა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მიანიჭოს შეუფერხებელი წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში. ამასთანავე, მათი მოთხოვნაა შეწყდეს გაშმაგებული ე.წ ბორდერიზაციის პროცესი, დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემტური დარღვევები რეგიონებში. ასევე, უზრუნვეყოფილ იქნას იძულებით გადადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)