2020-08-07 15:07:15, 2215 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
კომპანია „ზეგის“ ხუთი თანამშრომლის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზეზი.
კომპანიის დირექტორის, თამარ კობერიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკვე დასრულდა. კობერიძის ადვოკატი, საგამოძიებო მოქმედებებს ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებებს უკავშირებს.
„ბაჩანას მითითებებით, მინიშნებებითა და აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ.
მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან, არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები”, - აცხადებს დირექტორი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან