|
2020-08-07 10:18:45, 1278 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ის, რომ ტატუნაშვილის სიაში არ არიან შეყვანილი რუსები, ყურადღებას აკლებს საოკუპაციო ხაზზე მცხოვრებ ადამიანებს
ის, რომ ტატუნაშვილის სიაში არ არიან შეყვანილი რუსები, ეს აკლებს ყურადღებას და დაცვას იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ საოკუპაციო ხაზზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპაცია რაღაც განყენებული პოლიტიკური პრობლემა არაა. „კარგად უნდა გვესმოდეს რომ ეს ოკუპაცია არის რაღაც განყენებული პოლიტიკური პრობლემა, არამედ ამ ადამიანების ტრაგედიაზე და ზურგზე გადადის. ის, რაც ხდება, კონკრეტული ერთი მაგალითი, რომ ტატუნაშვილის სიაში არ არიან შეყვანილი რუსები, ეს აკლებს ყურადღებას და დაცვას იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ საოკუპაციო ხაზზე, როდესაც ადამიანებს კლავენ, იტაცებენ, აწამებენ, საკუთრებას ართმევენ და ეს მუდმივ რეჟიმში ხდება, ჩვენი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ აქტიურად არ იყოს დაკავებული ამ პრობლემის მოგვარებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)