12:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 14:33:53, 2525 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა აგვისტოს ბოლოსთვის შესრულდება

„აგვისტოს ბოლომდე საბერძნეთის მიმართულებით მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები „ეგეოსის ავიახაზებთან" საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებდა.

„დავასრულეთ გარკვეული მოლაპარაკება და შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო დეკადაში, ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა და შესაძლებლობა, რაც ჩვენს ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მისაღებია როგორც საბერძნეთისთვის, ასევე საქართველოსთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მთავრობას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური კომუნიკაცია იყო საბერძნეთის ტურიზმის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სამინისტროებთან ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოს პარტნიორ სამინისტროებთან.

„ვფიქრობთ, სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენ დღემდე ვართ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქვეყნების სიაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის ეკონომიკური, ტურისტული და პოლიტიკური ურთიერთობები არის ძალიან მყარი, პოზიტიური და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება მიუხედავად იმისა, რას იტყვის რომელიმე არაკეთილგანწყობილი ოპოზიციონერი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
კახა კალაძე მოსულ ინტენსიურ ნალექზე: პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics