|
2020-08-05 20:54:48, 3853 ნახვა
საზოგადოება
სამთავრობო ტელევიზია რეალობისა და Fake ექაუნთს შორის - PosTV ერთ-ერთი Facebook მომხმარებლის პოსტს ასაჯაროეობს
ტელევიზიის ინფორმაციით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხელოვნული საცობის შექმნა ადეიშვილს უკავშირდება. PosTV წყაროსაც და წყაროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტსაც ასაჯაროებს. ვინმე დავით გელაშვილი, რომელიც შემდეგი შინაარსიის პოსტს ავრცელებს - „მოგესალმებით, ქართველებო! ვინც მიცნობთ, იცით, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და პოსტებსაც თითმის იშვიათად ვწერ და ვაქვეყნებ, მაგრამ სამშაბათს ჩემ მიერ ნანახმა და გაგონილმა ყოელგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუ ამდენი ტვინნაღრძობი და სახედაკარგული ადამიანი არსებობდა, მართლა არ მეგონა. გუშინ, 4 აგვისტოს, დაახლოებით 2-ის ნახევარზე, ჩემს გოგონასთან ერთად მოსკოვის ქუჩაზე მდებარე იტალიურ კაფე „ბუფფალინოში“ შევედით და პიცა შევუკვეთეთ. ჩვენ გვერდით მაგიდასთან მჯდომი ორი პიროვნება ქართულად, საკმაოდ ხმამაღლა და ემოციურად საუბრობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ეუბნება მეორეს: „ არა ძმაო, რა, მართლა მოზგი და შენძრეულია ზურა!“ – „ვინ ზურა?“ - ეკითხება მეორე, - „ადეიშვილი, ბიჭო, ხომ იცი რა მოიფიქრა? ჩვენს აქტივს თბილისში დაავალა ჭავჭავაძეზე ხშირად იმოძრაონ მანქანებით და ყოველ დღე 2-3 მანქანა ვითომ უნდა გაგიფუჭდეთ და მოძრაობა გაჭედოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხის უკმაყოფილება მოჰყვესო.“ თან, ამას ეს პიროვნება ისე სიამოვნებით და როლში შესული უხსნიდა მეორეს, რომ მივხვდვი, ჩვენ, ქართველებს, ვერ მიგვამსგავსეს. სამაგიეროდ - ერთ-ერთი მათგანი მე ვიცანი, იგი ქართველი გენერალი, გიგი კალანდაძე, იყო (მეორეს არ ვიცნობდი). შევძელი და ორივეს ტელეფონით რამდენიმე სურათი გადავუღე. კაფედან მე და ჩემი შვილი მალევე გამოვედით და ცხოვრებაში პირველად, გამიხარდა, რომ ჩემმა შვილმა ქართული არ იცოდა. წუხელ „ფეისბუქს“ თვალი გადავავლე, ბევრი იწერება „რა გვეშველება, რამხელა საცობში ვართო“... საცობში კი არა, ჭავჭავაძეზე „გაფუჭებულ“ მანქანებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სალონებში ეგებ მიშას პორტრეტი ან ცოცხი იპოვოთ... ღმერთის მაინც გეშინოდეთ, ხალხო ! ! !“, - წერია გავრეცელებულ განცხადებაში. პოსტი სოციალურ ქსელში დღეს 7 საათის წინ გავრცელდა, სამთავრობო ტელევიზიის ნიუსი კი ერთ საათიანი შუალედით მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი სოციალურ ქსელში არსებულმა გვერდმა „ვინ ვინ არის“ საინტერესო პოსტი გაავრცელა.
ორი ერთი და იგივე ადამიანი განსხვავებული სახელი და გვარებით. დავით გელაშვილისა და მარსელ კოლოდროვსკის სოციალური ქსელები საეჭვოდ დაემთხვა.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)