14:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 23:04:56, 1842 ნახვა

საზოგადოება
„უკან წაღებული სიტყვები“ - აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია სამ თანამშრომელს სამსახურში აბრუნებს

აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტელევიზიამ მიიღო გადაწყვეტილება, სამი გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში დააბრუნოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ამ შემთხვევაში უშვებენ გამონაკლის, თუმცა ეს მათ სარედაქციო პოლიტიკაზე ვერ იმოქმედებს.

„ამა წლის 30 ივლისს დასრულდა დისციპლინური მოკვლევა და მაუწყებლის შენობაში, სამუშაო საათებში მომხდარი კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო, 31 ივლისიდან, დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა სამი თანამშრომელი. აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას.

 

მიუხედავად დამდგარი შედეგისა, იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა. კერძოდ, მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად.

 

ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს.

 

ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას, იმას რომ ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. ასევე, გვინდა განვაცხადოთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი შემდგომშიც პრინციპული და მკაცრი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის დინამიური განვითარების შეფერხება ან მისი იმიჯისა და პრესტიჟის შელახვა და აუცილებლად მოახდენს სათანადო რეაგირებას“ , - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics