2020-08-04 12:15:24, 1918 ნახვა
საზოგადოება
ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ჟვანია შესაძლოა დღეს ან ხვალ გაწერონ
ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგოამროება სტაბილურია, შესაძლოა, ერთ-ერთი დღეს ან ხვალ გაეწეროს, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის მენეჯერმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორივე პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია.
„ორივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. ჯერჯერობით ორივე პაციენტს უგრძელდება მკურნალობა სტაციონარულ პირობებში. არც ერთი პაციენტის მდგოამროება არ დამძიმებულა. ორივე პაციენტი კონტაქტურია და ორივე ადეკვატურია. ერთ-ერთი პაციენტის მდგომაროება დამაკმაყოფიელბელია და შეიძლება დღეს ან ხვალ გაეწეროს“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან