2020-07-30 19:59:53, 10251 ნახვა
სპორტი
კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 4 მილიონს გადაცდა - ახალგაზრდა ქართველით ევროპის გუნდები დაინტერესდნენ
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 4 მილიონს გადაცდა. არსებული ინფორმაციით ევროპის გუნდები ახალგაზრდა ქართველით დაინტერესდნენ, თუმცა ის რუსეთში რჩება. ფეხბურთელის მამა Sportbox-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩას განვითარებისთვის რუსეთში დარჩენა მნიშნელოვანია. “ის თვითონ მეუბნება, რომ ძალიან მოუმატა. უბრალოდ არ ხდება, რომ ფეხბურთელი 1 თვის განმავლობაში სრულიად შეიცვალოს და გაცილებით კარგად ათამაშდეს. მადლობა სლუცკის, რომელიც კარგი მწვრთნელია და ხვიჩას მეტი თავისუფლება და რისკის გაწევის საშუალება მისცა. ჩემს შვილს მასთან მუშაობის გაგრძელება სურს. ამასწინათ მითხრა: "მამა, სხვა გუნდში არ მინდა. სლუცკისთან ერთად კიდევ უფრო მოვუმატებ”. ვუპასუხე: “რა პრობლემაა, ასე იყოს”. ამით ყველაფერი ნათქვამია. მცველების მოტყუება, მეტოქესთან დისტანციის გრძნობა – ამას ვერ ისწავლი, ეს ღმერთისგანაა, დაბადებიდან. ყველაფერი თავიდანაა ჩადებული და უბრალოდ, მისი დახვეწაა საჭირო. ვიმეორებ, ამ დროს მწვრთნელის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ის გზღუდავს, არასდროს არაფერი გამოგივა. ცხადია, რომ ხვიჩას სხვა მოვალეობებიც აქვს და ის პირველ რიგში გუნდზე მუშაობს, თუმცა, მეტოქის საჯარიმოსთან რისკის გაწევის უფლებაც აქვს. მას ძალიან გაუმართლა, რომ რუბინში ასეთი მწვრთნელი ჰყავს. ხვიჩას მომატება ყველა კუთხით სჭირდება და ის არც გაჩერდება. მას მუშაობა უყვარს და თუკი ასე გააგრძელა, ზღვარს ვერ ვხედავ, ყველაფრის მიღწევა შეუძლია. სხვა გუნდებზე ნაკლებად ფიქრობს და უფრო საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. ფიზიკური მომზადების კუთხით უნდა მოუმატოს და გამოცდილებაც მიიღოს. სხვა აზრები არ გვაქვს. მის აგენტთან ერთად ამასწინათაც ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სადმე წასვლა ნაადრევია. დიახ, ევროპული კლუბებიდან ინტერესი არის, თუმცა, არ ვჩქარობთ. ახლა, ყაზანში კარგი მწვრთნელია, კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და სავარაუდოა, რომ ახალ სეზონში გუნდს გარკვეული მიზნებიც ექნება”, - განაცხადა ბადრი კვარაცხელიმ. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ სეზონის დასაწყისში მივიდა და 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ამასთანავე რამდენჯერმე მიყოლებით მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ დაასახელეს და სეზონის ბოლოს გულშემატკივართა რჩეულიც გახდა. Transfermarkt-მა ხვიჩას სატრანსფერო ფასი 2 მილიონიდან 4.5 მილიონამდე გაზარდა და ის ქართველ ფეხბურთელთა შორის მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძესა (6.7 მილიონი) და საბა კვერკველიას (5.0 მილიონი) ჩამორჩება. ავტორი: ექსპრესნიუსი, კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|