20:37 - 13 Aug, 2020
2020-07-30 11:51:56, 713 ნახვა

საზოგადოება
ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელები შეაქვთ

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და ბატონმა ბობ მეიერმა, ADC-ის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ განცხადებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ორი სარჩელით, ADC და ბატონი მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას.

„ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1.0 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADC-ისა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის. 2016 წელს ADC-ის მიენიჭა უფლება, განეხორციელებინა ანაკლიის პორტის პროექტი.

პროექტის (მასთან დაკავშირებულ სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან ერთად) მიზანია, საქართველო აქციოს სტრატეგიულ ჰაბად რეგიონული ვაჭრობისთვის აზიასა და ევროპას შორის, შექმნას ათასობით სამუშაო ადგილი, შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, და გამოაცოცხლოს საქართველოს ეკონომიკა, იმ დროს, როდესაც ქვეყანას ეკონომიკური აღმასვლა ყველაზე მეტად სჭირდება. არ არსებობს სხვა საპორტო ინფრასტრუქტურა ან მდებარეობა საქართველოში შავი ზღვის აუზში, გარდა ანაკლიისა, სადაც არის შესაძლებლობა, განხორციელდეს მსოფლიო მასშტაბის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელიც დაფუძნდა ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებისთვის, შედგება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან.

ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC). ბატონმა ბობ მეიერმა, ცნობილმა ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით ახორციელებს ინვესტირებას, სარჩელი შეიტანა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), საქართველოსა და ჰოლანდიას შორის გაფორმებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. მთავრობისა და მმართველი პარტიის - ქართული ოცნების ორწლიანი კამპანიის შემდეგ, დაებრკოლებინა ADC-ის ძალისხმევა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო, 2020 წლის იანვარში, მთავრობამ უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად, ADC-ისა და მის ინვესტორებს სრულად დააკარგვინა მათ მიერ ინვესტირებული თანხები, წაართვა სამომავლო შემოსავლები და მიაყენა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი.

მიუხედევად იმისა, რომ მთავრობამ, კონკურენტული შერჩევის გზით, გამჭირვალე პროცესის საფუძველზე მიანიჭა პორტის პროექტის განვითარების უფლება ADC-ის, და მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი იყო, რომ პროექტს ექნებოდა მთავრობის დიდი მხარდაჭერა, საერთაშორისო ინვესტორებისა და დაფინანსების მოსაზიდად, ფაქტობრივად, მთავრობამ ძალიან მალევე შეიცვალა კურსი და დაიწყო როგორც ღია, ასევე ფარული კამპანია, რათა პროექტი არასდროს განხორციელებულიყო.

მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს პროექტი და მისი აქციონერები, როგორც საჯარო, ასევე კერძო შეხვედრებში, განუცხადეს პოტენციურ ინვესტორებსა და დამფინანსებლებს, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში, რაც ნათელი დადასტურება იყო აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომ პროექტს არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.

მთავრობის აგრესიულმა კამპანიამ ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ ADC-ისა და მის ინვესტორებს მიაყენა დიდი ოდენობის ზიანი. მთავრობისა და ქართული ოცნების უკანონო და არაეთიკურ ქმედებებს შორის, აღსანიშნავია უსაფუძვლო გამოძიების დაწყება ფულის გათეთრების ბრალდებით, წარმატებული ქართველი ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებიც პროექტის მთავარი ინვესტორები არიან. აღნიშნული ცილისმწამებლური ბრალდებების წაყენება ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა, ინვესტორებისა და დამფინანსებლების დაფრთხობას, რათა მათ თავი შეეკავებინათ პროექტის მხარდაჭერისაგან. ასეთი მხარდაჭერა კი, აუცილებელი იყო პროექტის წარმატებისთვის. სამწუხაროდ, მთავრობის კამპანია ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან, ინვესტორებმა და დამფინანსებლებმა, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მკაფიო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, თავი შეიკავეს და უარი თქვეს პროექტში მონაწილეობისგან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა და ასევე, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, ფულის გათეთრების საქმის შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ბრალდებები ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ სრულიად უსაფუძვლოა“, - აღნიშნულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ნაცემი შაქარაშვილი მდინარეში გადააგდეს - პროკურატურის რეკონსტრუქცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics