16:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 11:21:48, 1954 ნახვა

საზოგადოება
ხარისხიანი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ფერმერებისთვის ტრენინგი ყვარელის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ყვარელის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ტრენინგები გაიმართა.

ტრენინგის ფარგლებში სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ცოტნე სამადაშვილმა  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, როგორიცაა ქვეყანაში ხორბლის, როგორც სტრატეგიული კულტურის ხელშეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება, რაოდენობის ზრდა და მისი განვითარების ყველა ფაზაზე ხორბლის ჯიშის შერჩევა მოსავლის აღება-დაბინავებამდე.

ფერმერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას მოიცავს და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics