|
2020-07-28 11:01:13, 2521 ნახვა
პოლიტიკა
„ფრონტერა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი პროპაგანდა
კომპანია „ფრონტერა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 24 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მათ გაუგზავნა იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ხელშეკრულების გაუქმებას. კომპანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შეაჩეროს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა და ამის ნაცვლად, გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან და თავად კომპანიასთან. „საქართველოს მთავრობამ მედიასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს სრული ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. მას შემდეგ, რაც პრემიერმა მგანცხადება გააკეთა, მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ხელშეკრულების გაუქმებას და, მხოლოდ და მხოლოდ, დროებით შეაჩერებს ამ მიზნის განხორციელებას. მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომ შეწყვიტოს ეს მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა. ნაცვლად ამისა, აუცილებელია გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან. კომპანიასთან უშუალოდ უნდა იმუშაონ, რათა ხელი შეუწყონ პარტნიორობის განვითარებას. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ჩვენი ხელშეკრულების 27 ივლისს ან სხვა დღეს ცალმხრივად გაუქმების არანაირი საფუძველი არასდროს იყო“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთანავე, კომპანია მოუწოებს საქართველო მთვრობას, აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები და მისცეს გარანტია, რომ „ფრონტერა“ საქმინაობის გაგრძეებას დაშინებისა და დამატებითი პირობების გარეშე შეძლებს. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, აწარმოოს შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას დაშინებისა და სხვა პირობების გარეშე შევძლებთ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)