|
2015-01-28 11:26:48, 1121 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ
„სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ“,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ნარმანიამ განმარტა, იანვრიდან როგორც უფროსი, ასევე უმცროსი მედდები გაზრდილ შრომის ანაზღაურებას მიიღებენ. “დღეს ჩვენ ვასრულებთ ამ დანაპირებს და დღვანდელი მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული გვაქვს 100 ლარით და შეადგენს 850 ლარს, ხოლო უმცროსი მედდის შრომის ანაზღაურება გათვალისწინებულია 125 ლარით და შეადგენს 750 ლარს. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენ სისტემაში მუშაობს და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით 24 საათიან სამუშაო რეჟიმშია, ვუთხრა, რომ თბილისის მერია ყოველთვის იზრუნებს მათზე და მათთვის შესაძლებობების მაქსიმუმს გააკეთებს“,-განაცხადა ნარმანიამ. თბილისის მთავრობის სხდომაზე 21 საკითხზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)