|
2020-07-24 12:26:20, 3886 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიესალმება აშშ–ს სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას. როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ კანონპროექტში კიდევ ერთხელ გამოიხატა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა. „დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით. როგორც იცით წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტის მისი ვერსია, რომელიც ასევე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზავნილებს. ნიშანდობლივია, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ორივე პალატის ვერსია, ერთმნიშვნელოვანია შეფასებაში და ყოველგვარი პირობითობის გარეშე, ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ პარტნიორთან - საქართველოსთან თანამშრომლობის სიღრმესა და სიმტკიცეს, იქნება ეს ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თუ, გლობალურად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩართულობა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე - სენატისა და წარმომადგენელთა პალატის - მიერ დამტკიცებული ვერსიები არის ორმხრივი ურთიერთობის მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება ამერიკის კონგრესის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს სწორედ ის საკითხებია, რომელსაც ჩვენი გუნდი განიხილავს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენ თვალსაჩინოდ ვხედავთ ამ თანამშრომლობის შედეგებს. განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთაც ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ სცადეს წარმოეჩინათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის კონტექსტში“, - წერს დავით ზალკალიანი.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)