|
2020-07-23 14:03:34, 3711 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მაქსიმალურად ვათავისუფლებთ ველს და მაჟორიტარულ ოლქებზე დიდ პრეტენზიას არ გამოვხატავთ
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა თანამშრომლობა და კოორდინაციაა. მისი თქმით, მაქსიმალურად ათავისუფლებს ველს და მაჟორიტარულ ოლქებზე დიდ პრეტენზიას არ გამოხატავს. „პირადად მე გეუბნებით, რომ ჩვენი გუნდის მხრიდან ველს მაქსიმალურად ვათავისუფლებთ იმისთვის, რომ სხვები შეთანხმდნენ. არ გამოვხატავთ დიდ პრეტენზიებს მაჟორიტარულ ოლქებზე ერთადერთი მიზნის გამო - განა მაგარი და ღირსეული ადამიანები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ შეთანხმებას. ის ექვსი მაჟორიტარული ოლქი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით თბილისში, ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მისწრაფებებს აჩვენებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, საერთო ოპოზიციური ფორმატი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, იმ სამომავლო კოალიციის ჩანასახების დანახვისთვის, რომელიც ასე უნდა ხალხს. ხალხი 60 პროცენტიმხარს უჭერს კოალიციურ მმართველობა. მზად ვარ ყველა ოპოზიციურ მაჟორიტარს დავუჭირო მხარი, რა თქმა უნდა, ესაა ჩემი მარტივი პოზიცია. მითუმეტეს, თუ ეს შეთანხმებული კანდიდატები იქნება, უფრო მარტივი იქნება მხარდასაჭერად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)