19:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 14:55:53, 2009 ნახვა

საზოგადოება
ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - დღეს, 21:00 საათზე. შსს-სთან აქცია დაანონსდა

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - ამ ლოზუნგებით ორგანიზაცია "დემოკრატიული მომავლისთვის" დღეს, 22 ივლისს, 21:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას აანონსებს.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს მოვალეობები და არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები.

"ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!

ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული მკვლელობები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.

დღეს, 22 ივლისს, 21:00-ზე, ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები!". - წერია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics