|
2020-07-22 12:31:58, 1776 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლადრეაბილიტირებული მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან მიიღებს. „თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება. აქ სამუშაოები უკვე დასრულებულია, ყველაფერი განახლებულია. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან უმასპინძლებს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, მიბრძანდეს და დაათვალიეროს“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის პრიორიტეტი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, არამედ კულტურული ღონისძიებები და ღირსშესანიშნავი ადგილების მოწესრიგება-რეაბილიტაციაა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოვიფარგლებით, არამედ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მუზეუმების რეაბილიტაციას, კულტურულ ღონისძიებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ღირებული, რაც ქალაქს გააჩნია, იყოს მოწესრიგებული - გავუფრთხილდეთ, აღვადგინოთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ბინა-მუზეუმის მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები გასული წლის აპრილში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, მემორიალური სახლ-მუზეუმის თავისებურებისა და სამუზეუმო საჭიროებების გათვალისწინება სრულად მოხდა. მუზეუმის დამთვალიერებელს ასევე, დახვდება ინსტალაციები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება. მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)