|
2020-07-22 11:49:41, 1780 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებს 2018 წლის 10 აპრილამდე „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები გაუუქმდათ
ყველა იმ პირს, რომელიც 2018 წლის 10 აპრილამდე კომპანია „სითი პარკმა“ დააჯარიმა, სანქციები გაუუქმდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და თანამდგომისთვის მადლობა გადაუხადა. „იცით, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ჩვენ ხელშეკრულება შევწყვიტეთ კომპანია „სითი პარკთან“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოქალაქეების არასწორი დაჯარიმება იყო. იმ მოქალაქეებს, რომელთა ჯარიმები ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, დაახლოებით, მილიონამდე ლარის ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ამნისტიის ინიციატივა მოვამზადეთ და პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მხარდაჭერა მოჰყვა. მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის ამნისტია, რომელიც განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)