|
2020-07-22 10:14:13, 1655 ნახვა
საზოგადოება
ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება
საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები ითვალისწინებს წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას. ასევე, ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას. ჩატარებული სამუშაოები ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. ალგეთის წყალსაცავზე არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერი ლალი დურმიშიძე გაეცნენ. პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება მსოფლიო ბანკის "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" ფინანსხური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 12 თვეში უნდა განახორციელოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)