|
2020-07-22 00:07:52, 1880 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის დედა - არავინ არაფერს მაგებინებს, დღემდე არც ერთი გამომძიებელი არ მოსულა
„არავინ არაფერს მაგებინებს, არც ერთი გამომძიებელი დღემდე არ მოსულა“ , - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ქვემო ფონიჭალის გზის გადაკეტვის შემდეგ განაცხადა. ქვემო ფონიჭალაში თამარ ბაჩიაშვილის ოჯახის წევრებს გზა ისევ გადაკეტილი აქვთ. „სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო. მოვიდეს გამომძიებელი, მითხრას, როდის გამოიძიებს ჩემი შვილის ამბავს. მილიონი გამომძიებელია არც ერთი არ მიკავშირდება, არაფერს მეუბნებიან. პირველი დღიდან ვეხვეწები კომპიუტერი გახსნან",- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ დაკარგული გოგონას ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და დახმარებას ითხოვდნენ. ასევე პოლიციასთან დაპირისპირებსაც ჰქონდა ადგილი და დაკავებულია ერთი პირი. ადგილზე მისული იყო ქვემო ფონიჭალის გამგებელი, რომელიც გოგონას დედას შეხვდა და გაესაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)