|
2020-07-19 17:15:29, 2839 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე, ძველი სტუდქალაქის მიმდებარედ და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 20 ივლისიდან, აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება და ტერიტორიაზე ჯამში, 113 ძირი დაავადებული და ხმელი ფიჭვი მოიჭრება. თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო. სანიტარიული ჭრა დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება. სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)