15:06 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 13:26:31, 3851 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - მე არსად არ მივდივარ, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და შედეგი, რომელიც წელს გვექნება, დიდი ხანია არ გვიჩვენებია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის შესაძლო დაშლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორებს უწოდებს.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არ დაიშლება და მას ახალი წევრებიც შეუერთდებიან.  

„ვიცი ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვთ არჩევნებზე. პირველი - მე არსად არ მივდივარ, მეორე - არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე - ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics