22:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 18:45:37, 3628 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ოთხ მისამართზე სპორტული მოედანი განახლდა

საბურთალოს რაიონში ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა  და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა  N2ა-ს მიმდებარედ  რეაბილიტირდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ლითონის ბადეები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა.

განახლებული სპორტული მოედნები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„სპორტული მოედნების მოწესრიგებას აქტიურად ვაგრძელებთ. სპორტული აქტივობების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციის მიზნით, ვცდილობთ, ყველა უბანს ჰქონდეს კეთილმოწყობილი სპორტული სივრცეები. ამ ეტაპზე, მოედანი კიდევ ოთხ მისამართზე განახლდა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics