|
2020-07-16 17:14:41, 3973 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ბათუმში, მეწარმეებთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ მორიგი შეხვედრა გამართეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს საჯარო ფორმატში მეწარმეებთან შეხვედრებს, რომლის მიზანია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესის შესახებ, საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა. გადასახადების ადმინისტრირების განახლებულ წესებს ბათუმში რეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, შალვა კოპალეიშვილმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურების შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ინფორმაცია, საქონლის ჩამოწერის ახალი, გამარტივებული ნორმების შესახებ, კერძოდ: 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110 https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10962
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)