|
2020-07-16 12:27:54, 2798 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენისა და წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან, ლუიზა ვინტონთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე ენდემური და ადგილობრივი ხორბლის ჯიშების სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობა დაათვალიერა და იშვიათი ქართული ხორბლის ჯიშების - დიკასა და შავფხას მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელსაც ფერმერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნინო თანდილაშვილმა ხორბლის ჯიშთა აღდგენის, შენარჩუნებისა და გამრავლების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე ისაუბრა. „ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენისა და წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. „მნიშვნელოვანია, ისეთი ენდემური და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგია და გამორჩეულია გემოვნური თვისებებით. მოხარული ვარ, რომ ხორბლის ჯიშთა აღდგენის საკითხი, ჩვენი მხარდაჭერით ადგილობრივ ინიციატივებს და ენთუზიაზმს ეფუძნება“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. აღსანიშნავია, რომ დიკასა და შავფხას აღდგენა „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების“ ინიციატივითა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე ადგილობრივი პროექტები ხორციელდება, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას ემსახურება. მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები ხელს უწყობს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, უნიკალური ლანდშაფტების დაცვას და გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის მანძილზე, პროგრამის ფარგლებში, 70-ზე მეტი ადგილობრივი გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა, ხოლო გაცემული დაფინანსების ოდენობამ 1.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)