|
2020-07-15 12:06:20, 1435 ნახვა
პოლიტიკა
კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, დედაქალაქის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის
კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება. „ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდეთ. ერთ-ერთი მიმართულება კულტურის სფეროა, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება იმისთვის, რომ აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რათა ეს რთული პერიოდი, პანდემია და COVID-19 მაქვს მხედველობაში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გაიარონ. შესაბამისად, ვიწყებთ მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას და დახმარებას, დაფინანსებას, იმისთვის, რომ დედაქალაქში კულტურის სფეროს განვითარებას ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა რესტორნებისა და კლუბების მფლობელებს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესთავაზა. „არსებობს რესტორნები და კლუბები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩვენ, მუნიციპალიტეტს ქალაქის სხვადასხვა ადგილზე სხვასდასხვა ტერიტორია გაგვაჩნია. ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა, ან უბრალოდ ფართი. მზად ვართ, დროებით სარგებლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სანამ ეს პრობლემები არსებობს, გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განავითაროთ. შეიძლება ეს იყოს შენობა-ნაგებობა, შეიძლება უბრალოდ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია, ღია სივრცეში საკლუბო სცენის მოწყობა და თქვენი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.ს გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ პროექტი - „თბილისის ცის ქვეშ“ წელსაც განხორციელდება. „დავიწყებთ პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ განხორციელებას, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს პროგრამა გამოიყენონ და საზოგადოებას სხვადასხა სახის კონცერტი წარუდგინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, დაფინანსების მზაობა დაადასტუროს.
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)