|
2020-07-15 10:16:39, 1282 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტა განახლებულ კორპორატიულ საკურიერო სერვისს გთავაზობთ
საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით არის განპირობებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ელ. კომერცია მრავალი წელია მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული და საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ბიზნესია. საქართველოს ფოსტა პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ წარმოადგინა ელექტრონული პლატფორმა „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“. აღნიშნული სერვისი ელ. კომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს ღია პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს აწარმოოს ელ. კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფოსტამ მოახდინა თავისი სერვისების სრული ადაპტაცია ელ. კომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მომსახურებები შექმნა „კორპორატიული საკურიერო სერვისის“ მიმართულებით, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „კორპორატიული საკურიერო მომსახურება“ გულისხმობს „Door to door delivery“ მომსახურებას. სერვისი მორგებულია ონლაინ გაყიდვების მოთხოვნებზე, ამიტომ მოიცავს მომსახურების ისეთ პირობებს, რომელებიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტულ საფოსტო მიმართულებაში. „კორპორატიული საკურიერო სერვისის“ მეშვეობით, თბილისის მასშტაბით გზავნილები ადრესატს მისამართზე ბარდება შეკვეთის დღესვე, ხოლო რეგიონების მიმართულებით მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთანავე მომხმარებელს შეუძლია შეძენილი ნივთის ღირებულება გადაიხადოს ადგილზე (Cash On Delivery) როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. აღნიშნული მომსახურება შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეკვეთის გაფორმება განხორციელდება დისტანციურად ავტომატურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში თუ ინტეგრირების შესაძლებლობა არ არის, საქართველოს ფოსტა თავად უზრუნველყოფს სამუშაო ვებ ფორმატს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესის მხრიდან მოხდება გზავნილების რეგისტრაცია. სერვისი საშუალებას იძლევა ონლაინ აკონტროლოთ თითოეული გზავნილის მდებარეობა და მათი ჩაბარება. ყოველი შეკვეთის რეგისტრაციისთანავე მომხმარებელი იღებს შეტყობინებას მისი გზავნილის მიწოდების ვადის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მომსახურების ანალოგი დღეს ქართულ ბაზარზე არ არსებობს. საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოახდინოს გზავნილის სწრაფი მიწოდება.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)